თავში

ოჯახმა აივანზე ახალშობილი იქედნე იპოვა - PHOTO

​ოჯახმა აივანზე ახალშობილი იქედნე იპოვა
ოჯახმა აივანზე ახალშობილი იქედნე იპოვა - PHOTO

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ტარონგას ზოოპარკში ახალი ბინადარი ჰყავთ. მომვლელები პაწაწინა იქედნეს (ეკლიანი ჭიანჭველაჭამია) ჯერჯერობით ხელით აჭმევენ და ელოდებიან, როდესაც მას დამოუკიდებლად კვება შეძლება. ინფორმაციას ამის შესახებ CNA ავრცელებს. 

ზოოპარკის ახალ ბინადარს საოცარი ისტორია აქვს. მოქალაქეები, რომლებმაც ის იპოვეს, ყვებიან რომ, ერთ დღეს საკუთარი სახლის აივანზე ისხდნენ და რაღაცის ჩამოვარდნის ხმა გაიგონეს. გაიხედეს და იატაკზე პაწაწინა არსება დაინახეს, რომელიც 4 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ეს არსება ახალშობილი იქედნე აღმოჩნდა.

ის ყვავებსა და ჩხიკვებს შემთხვევით გადაურჩა. ოჯახმა ცხოველი ზოოპარკში წაიყვანა, სადაც ჩვილ იქდენეზე ზრუნვა გულმოდგინედ დაიწყეს. სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემდეგ მას დაჟეჟილობები და ნაკაწრები ჰქონდა, მაგრამ პატარა თავს ახლა კარგად გრძნობს და მისმა კანმა ბუსუსებით დაფარვა დაიწო.

ცხოველი ზოოპარკის საავადმყოფოში მანამდე დარჩება, ვიდრე მისი ტანი ეკლებით არ დაიფარება და დამოუკიდებლად არსებობა შეეძლება, შემდეგ კი მას, სავარაუდოდ, ისევ ბუნებაში დააბრუნებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system