თავში

ოკლენდში ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო 7-დღიანი კარანტინი გამოცხადდა

ოკლენდში ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო 7-დღიანი კარანტინი გამოცხადდ
ოკლენდში ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო 7-დღიანი კარანტინი გამოცხადდა

ახალი ზელანდიის სიდიდით ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში, კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევის გამო 7-დღიანი კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ქალაქშო სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კარანტინი სავარაუდოდ უცნობი შტამის გამო პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა ანდერნის ბრძანებით ამოქმედდა.

ქალაქის მაცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ საკვების შესაძენად და სამსახურში წასასვლელად შეეძლებათ. დაიხურება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც. 

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 2 372 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 26 გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 66 აქტიური შემთხვევაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system