თავში

ოკლენდში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ოკლენდში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს
ოკლენდში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ახალ ზელანდიაში ოკლენდის პოლიციამ სამართალდამცავის მკვლელობისთვის ახალგაზრდა ქალი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald ავრცელებს.

გამოცმეის ცნობით, ხუთშაბათს, დასავლეთ ოკლენდში საგზაო პოლიციის მიერ მანქანის შემოწმების დროს, მძღოლმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციელის მკვლელობისათვის 24 წლის მამაკაცი დააკავეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულში თანამონაწილეობისათვის დააკავეს 30 წლის ქალიც. იგი სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარსდგება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალ ზელანდიაში სამართალდამცავი კრიმინალის მსხვერპლი ბოლოს 2009 წლის მაისში გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system