თავში

ოქროს მძარცველები მე-19 სართულზე ბამბუკის ხარაჩოთი აძვრნენ

​ოქროს მძარცველები მე-19 სართულზე ბამბუკის ხარაჩოთი აძვრნენ
ოქროს მძარცველები მე-19 სართულზე ბამბუკის ხარაჩოთი აძვრნენ

ჰონგ-კონგში წყვილმა 26 სართულიანი სახლის მე-19 სართულზე, ბინაში, ბამბუკის ხარაჩოს დახმარებით შეაღწია. კედელზე სახიფათო ცოცვის შემდეგ, ქურდები საძინებელში შევიდნენ და 30x30-ზე ზომის სეიფი მოიპარეს, რომელშიც 150 000 ჰონგ-კონგური დოლარის ღირებულების ოქრო ინახებოდა.

ძარცვა საღამოს მოხდა, მაშინ, როდესაც სახლის ბინადრები შინ არ იმყოფებოდნენ.

წყვილს სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთა. ძარცვა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ჯერჯერობით უცნობია, ქურდებმა შემთხვევის ადგილი იმავე გზით დატოვეს, როგორც შიგ შეაღწიეს, თუ კარიდან გავიდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

პოლიციის განცხადებით, ჰონგ-კონგში იანვრიდან მარტის ჩათვლით კრიმინალური შემთხვევები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4-ზერ გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system