თავში

ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა

​ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა
ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა
© AP

ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2021 წლის სიტყვად Vax (ვაქცინა, ვაქცინაცია, ვაქცინირება) დაასახელა. ინფორმაცია ლექსიკონის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აღინიშნა, 2021 წლის სექტემბრისთვის ეს სიტყვა 72-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენებოდა, ვიდრე 2020 წელს.

"Vax 2021 წელს ჩვენი წლის სიტყვაა... მან მრავალი წარმოებული წარმოშვა, რომელსაც ახლა არაფორმალური კონტექსტის ფართო დიაპაზონში ვხედავთ... არც ერთი სიტყვა არ გადმოსცემს ამ წლის ატმოსფეროს უკეთესად, ვიდრე vax“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოქსფორდის ლექსიკონის უფროსი რედაქტორის, ფიონა მაკფერსონის თქმით, vax აშკარა არჩევანია, რადგან მას „ყველაზე შთამბეჭდავი გავლენა“ ჰქონდა.

ინგლისურ ენაზე vax პირველად 799 წელს დაიწერა, მისგან წარმოებულები vaccinate (აცრა) დაvaccination (ვაქცინაცია) - 1800 წელს. ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან vacca, რაც "ძროხას" ნიშნავს. ცნობილია, რომ სიტყვა წარმოიშვა ინგლისელი ექიმის ედვარდ ჯენერის ნაშრომის წყალობით, რომელმაც ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონა.

ცნობისთვის, ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვად climate emergency (საგანგებო კლიმატური სიტუაცია) დაასახელა.

2020 წელს კი ოქსფორდის ლექსიკონმა წლის მთავარი სიტყვა ვერ შეარჩია, რადგან წელი მრავალი მოვლენით იყო დატვირთული. შესაბამისად, 2020 წლის აღსაწერად სიტყვების მთელი სია შეადგინეს, რომელთა შორის იყო პანდემია, კორონავირუსი, იმპიჩმენტი, სოციალური დისტანცია, ლოქდაუნი და დისტანციური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system