თავში

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა 70 პროცენტით ეფექტურია

​ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა 70 პროცენტით ეფექტურია
ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა 70 პროცენტით ეფექტურია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აწარმოებს, 70 პროცენტით ეფექტურია. ამის შესახებ BBC წერს.

ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ კომპანიების Pfizer და Moderna ვაქცინების ეფექტურობა 95 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ დამტკიცებისა და სათანადო ნებართვების მიღების შემთხვევაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა შედარებით იაფი ეღირება და მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამიტომ, მისი როლი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მაინც მნიშვნელოვანი იქნება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ვაქცინაზე დაახლოებით 10 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წინასწარ 100 მილიონი ვაქცინის დოზა 50 მილიონი ადამიანისთვის უკვე შეუკვეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system