თავში

ოქსფორდის ვაქცინა უსაფრთხოა და კარგ იმუნიტეტს იწვევს

ოქსფორდის ვაქცინა უსაფრთხოა და კარგ იმუნიტეტს იწვევს
ოქსფორდის ვაქცინა უსაფრთხოა და კარგ იმუნიტეტს იწვევს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებამ, რომელზე ოქსფორდის უნივერსიტეტი და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ერთდროულად მუშაობენ, აჩვენა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ახალგაზრდა და ასაკოვან ადამიანებში ერთნაირად კარგ იმუნურ პასუხს იწვევს. ამ განცხადებას სპეციალისტები ვაქცინის გამოცდის მეორე ფაზის შემდგომ რეცენზიებზე დაყრდნობით აკეთებენ.

გამოცდის პროცესში 560 ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 240 პირი - 70 წელს ზევით იყო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ინექცია ერთნაირ იმუნურ პასუხს იწვევდა 56 წელზე ასაკოვან და 19-დან 55 წლამდე ადამიანებში.

ოქსფორდის ვაქცინამ ასევე ჩვენა, რომ ის მხოლოდ მცირე გვერდით მოვლენებს იწვევს.

სპეციალისტების დასკვნით, ChAdOx1 nCoV-19-ით ვაქცინაციისას, პირველი დოზის მიღების შემდეგ Т უჯრედები რეაგირებას 14 დღეში ახდენენ, ხოლო ვაქცინის განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, ანტისხეულები კი 28 დღის განმავლობაში გამომუშავდება.

კვლევის მეორე ფაზაში გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული. ექსპერიმენტის ყველა მონაწილეზე ასაკოვანი ადამიანი თეთრკანიანი, საშუალოდ 73-74 წლის იყო და არ ეწეოდა.

კვლევის მესამე ფაზაში ჩართული ადამიანების წრე უფროა გაფართოვდა. ისინი სხვადასხვა ასაკის, სოციალური ჯგუფებისა და ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული.

სპეციალისტები კვლევების მესამე დასრულებული ეტაპის შედეგებს ელოდებიან, რომ დადასტურებით თქვან, რამდენ ხანს მუშაობს იმუნიტეტი და რამდენად ხანგრძლივად და მძლავრად იცავს კორონავირუსით დაინფიცირებისგან. კვლევის შედეგები მოგვიანებით, წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system