თავში

ოქტომბრის გვალვის შემდეგ, ისრაელი წყალდიდობამ დააზარალა - VIDEO

ოქტომბრის გვალვის შემდეგ, ისრაელი წყალდიდობამ დააზარალა
ოქტომბრის გვალვის შემდეგ, ისრაელი წყალდიდობამ დააზარალა - VIDEO

ოქტომბრის მშრალი პერიოდის შემდეგ ძლიერმა და ხანგრძლივმა წვიმებმა ისრაელის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია.

]ქვეყნის სამაშველო სამსახურმა 20-დან 22 ნოემბრამდე წყალდიდობისგან რამდენიმე ათეული ადამიანი გადაარჩინა. თელ-ავივში მაშველები დაეხმარნენ ხანდაზმულ წყვილს, სამ მოქალაქეს და ოჯახს, რომლებიც საკუთარ სახლში და მანქანაში წყალდიდობის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

გარდა ამისა, ნეს ზიონას რეგიონში მაშველებმა შენობებიდან 20-მდე ადამიანი გამოიყვანეს. აქ ძლიერი წყალდიდობის შედეგად სახლები და ავტოსადგომები დაიტბორა.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში 100-დან 150 მმ-მდე ნალექი შეინიშნებოდა. მათი თქმით, ეს მონაცემი ორთვიან ნორმას შეესაბამება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system