თავში

ოლაფ შოლცი გერმანიის ახალ კანცლერად აირჩიეს

ოლაფ შოლცი გერმანიის ახალ კანცლერად აირჩიეს
ოლაფ შოლცი გერმანიის ახალ კანცლერად აირჩიეს

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა ქვეყნის ახალ კანცლერად სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი აირჩიეს.

მან 395 ხმა მიიღო. პირდაპირი ტრანსლაცია ბუნდესტაგის ვებ-გვერდზე გადაიცემოდა.

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, კანცლერი ფარული კენჭისყრით, დებატების გარეშე ირჩევა. მან პირველ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მიიღოს.

ბუნდესტაგში ახლა 736 პარლამენტარია, შოლცს 369 ხმა მაინც უნდა მიეღო. მან ეს ბარიერი გადალახა.

მომავალი კანცლერი პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შესახვედრად გაემგზავრა. მას ამ თანამდებობაზე სწორედ სახელმწიფოს მეთაური დანიშნავს. ამის შემდეგ ოლაფ შოლცი პარლამენტში ფიცს დადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system