თავში

ოლიმპიადის გადადება იაპონიას 36 მილიარდი დაუჯდება

​ოლიმპიადის გადადება იაპონიას 36 მილიარდი დაუჯდება
ოლიმპიადის გადადება იაპონიას 36 მილიარდი დაუჯდება

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმება და მისი მომდევნო წლისთვის გადადება იაპონიას 36 მილიარდის ზარალს მიაყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეს ასტრონომიული ხარჯები გულისხმობს იმ დანახარჯებს, რომლის გაღებაც იაპონიას უამრავი აღებული ვალდებულების გაუქმების გამო მოუწევს. მათ შორის არის ოლიმპიური ობიექტების მომსახურების გადასახადები, თანხა, რომელიც ოლიმპიურ სოფლებში, წინასწარ დაჯავშნილ ადგილებზეა გადახდილი, წინასწარ დამზადებული სარეკლამო რგოლები, საავტორო უფლებები და სხვა.

სპეციალისტები ზარალს, რომელიც ძალიან დიდია, „ლოგისტიკურ კოშმარს“ უწოდებენ.

იაპონიის ხელისუფლებამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის ოლიმპიადის ერთი წლით გადადების შესახებ მიმდინარე კვირაში განაცხადა.

ოლიმპიური თამაშები, ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან, მხოლოდ დიდი ომების დროს არ იმართებოდა ხოლმე. გასულ საუკუნეში ის მხოლოდ 1916, 1940 და 1944 წლებში, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system