თავში

ოლიმპიური თამაშების რეჟისორი ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო დაითხოვეს

​ოლიმპიური თამაშების რეჟისორი ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო დაითხოვეს
ოლიმპიური თამაშების რეჟისორი ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო დაითხოვეს
© NEWSCOM / ALAMY STOCK PHOTO

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი და ყოფილი კომიკოსი, კენტარო კობაიაში სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოჩნდა 1998 წლის ვიდეო, რომელშიც ის ჰოკოკოსტის ხუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, სეიკო ჰაშიმოტომ აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული ვიდეო "მტკივნეულ ისტორიულ ფაქტებს" დასცინის.

სიმონ ვიზენტალის სახელობის, ჰოლოკოსტის შესწავლის ცენტრის წარმომადგენელმა, რაბინმა აბრაამ კუპერმა აღნიშნა, რომ რაც არ უნდა შემოქმედებითი იყოს ადამიანი, მას "არ აქვს უფლება დასცინოს ნაცისტური გენოციდის მსხვერპლს".

"გართობამ ადამიანებს დისკომფორტი არ უნდა მოუტანოს. მესმის, რომ იმ დროს ჩემი სულელური სიტყვები არასწორი იყო და ვნანობ ამას, ”- აღნიშნა ოფიციალურ განცხადებაში თავად კობაიაშიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system