თავში

ომანსა და ირანში ციკლონ "შაჰინს" 13 ადამიანი ემსხვერპლა

​ომანსა და ირანში ციკლონ "შაჰინს" 13 ადამიანი ემსხვერპლა
ომანსა და ირანში ციკლონ შაჰინს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ომანისა და ირანის რეგიონების ნაწილში ციკლონ "შაჰინს", სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ომანის ჩრდილოეთ სანაპიროზე ციკლონმა ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ქარის სიჩქარემ 150 კმ/სთ-ს მიაღწია.

ერთი დღით ადრე ომანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანში ორი მეთევზე დაიღუპა. პაკისტანის საზღვართან კიდევ სამ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

აღინიშნება, რომ სტიქიამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები და გზები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system