თავში

"ომიკრონი" 2021 წლის ყველაზე არასწორად წარმოთქმული სიტყვების სიაში შევიდა

​"ომიკრონი" 2021 წლის ყველაზე არასწორად წარმოთქმული სიტყვების სიაში შე
ომიკრონი 2021 წლის ყველაზე არასწორად წარმოთქმული სიტყვების სიაში შევიდა

2021 წელს ყველაზე ხშირად არასწორად წარმოთქმული სიტყვების სიაში "ომიკრონი", ბილი აილიშის გვარი და სხვა სახელები და დასახელებები შევიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სია ამერიკულმა კომპანიამ Captioning Company შეადგინა, რომელიც პირდაპირ ეთერში ტიტრებს ამზადებს.

სიაში შედის სიტყვები და სახელები, რომლებიც წელს ახალი ამბების მკითხველებისთვის და ტელემაყურებლებისთვის ყველაზე რთული წარმოსათქმელი იყო.

გამოკითხვის თანახმად, ინგლისურენოვანი საზოგადოებისთვის კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" დასახელება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.

გარდა ამისა, სიაში მოხვდა ჩოგბურთელ სტეფანოს ციციპასის სახელი, ქალაქი გლაზგო და გემის სახელი, რომელმაც სუეცის არხი გადაკეტა - "Ever Given", რომელიც ხშირად შეცდომით მისი მფლობელი კომპანიის სახელს, "Evergreen-ს" უწოდებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system