თავში

"ომიკრონი" აშშ-ის შტატების მესამედში გამოვლინდა

​"ომიკრონი" აშშ-ის შტატების მესამედში გამოვლინდა
ომიკრონი აშშ-ის შტატების მესამედში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები აშშ-ის შტატების მესამედში გამოვლინდა, თუმცა "დელტა" შტამი მაინც დომინირებს. ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის გაჩენამ მთელს მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ "ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ის სერიოზულია", მაგრამ დასძინა, რომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია და მეტი კვლევაა საჭირო.

ფაუჩი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან მოგზაურობის "გონივრულ ვადაში" გააუქმებს შეშფოთება.

კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" უმეტესად სრულად ვაქცინირებულ პირებში დადასტურდა. მათ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ამასთან, აშშ-ში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 99.9%-ს ისევ შტამი "დელტა" წარმოადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system