თავში

"ომიკრონი" მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა - ჯანმო

​"ომიკრონი" მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა - ჯანმო
ომიკრონი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა - ჯანმო

კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა და ის "დელტაზე" სწრაფად ვრცელდება. Report.ge-ს ცნობით, განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, ის, შესაძლოა, ნაკლებად მძიმე იყოს.

"22 დეკემბრის მდგომარეობით, "ომიკრონი" ჯანმო-ს ექვსივე რეგიონში, 110 ქვეყანაშია გამოვლენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტებით ინფიცირებულების შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system