თავში

"ომიკრონი", შესაძლოა, ევროპაში უფრო ფართოდ გავრცელდეს - ჯანმო

​"ომიკრონი", შესაძლოა, ევროპაში უფრო ფართოდ გავრცელდეს - ჯანმო
ომიკრონი, შესაძლოა, ევროპაში უფრო ფართოდ გავრცელდეს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადე, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით", არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ამჟამად შტამი 38 ქვეყანაში გამოვლინდა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ჯანმო-მ გააფრთხილა, რომ იმის დასადგენად, თუ რამდენად გადამდებია კოროვირუსის ეს ვარიანტი, შესაძლოა, რამდენიმე კვირა იყოს საჭირო. ასევე, მეცნიერებმა უნდა დაადგინონ, იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას და რამდენად ეფექტურია მის წინააღმდეგ არსებული მედიკამენტები და ვაქცინები.

ორგანიზაციას "ომიკრონით" გამოწვეული გარდაცვალების შესახებ ცნობები არ მიუღია. ამასთან, ვირუსის ახალი ვარიანტის აქტიური გავრცელების გამო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "ომიკრონმა", მომდევნო რამდენიმე თვეში, შესაძლოა, ევროპაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეადგინოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system