თავში

"ომიკრონი" უფრო სასუნთქ გზებს უტევს და არა ფილტვებს - კვლევა

​"ომიკრონი" უფრო სასუნთქ გზებს უტევს და არა ფილტვებს - კვლევა
ომიკრონი უფრო სასუნთქ გზებს უტევს და არა ფილტვებს - კვლევა

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ადასტურებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" სასუნთქ გზებში 70-ჯერ უფრო სწრაფად ვითარდება, რაც კორონავირუსის ამ ვარიანტს ბევრად უფრო გადამდებს ხდის, ვიდრე "დელტაა". Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, "ომიკრონი" ყველაზე მეტად სასუნთქ გზებზე მოქმედებს, ხოლო ფილტვებში "დელტაზე" 10-ჯერ ნელა ვითარდება, რაც მას უფრო გადამდებს, თუმცა ნაკლებად საშიშს ხდის.

თუმცა, როგორც კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი მაიკლ ჩანი ჩი-ვაი აღნიშნავს, დაავადების სიმძიმე არა ვირუსის ინფექციურობაზე, არამედ კონკრეტული ადამიანის იმუნურ პასუხზეა დამოკიდებული.

"ბევრი ადამიანის დაინფიცირებით, ინფექციამ, შესაძლოა, უფრო სერიოზული დაავადება და სიკვდილი გამოიწვიოს, მაშინაც კი, თუ თავად ვირუსი ნაკლებად პათოგენურია. შესაბამისად, ბოლოდროინდელი კვლევების გათვალისწინებით, რომლის თანახმად "ომიკრონმა", შესაძლოა, ნაწილობრივ აარიდოს თავი ვაქცინებისა და ბუნებრივი იმუნიტეტისგან დაცვას, არ არის გამორიცხული, რომ მას სავალალო შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა ჩანმა.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system