თავში

"ომიკრონი" უკვე 23 ქვეყანაში ვრცელდება

"ომიკრონი" უკვე 23 ქვეყანაში ვრცელდება
ომიკრონი უკვე 23 ქვეყანაში ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი უკვე 23 ქვეყანაში ვრცელდება. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Twitter-ზე აქვეყნებს.

""ომიკრონ" ვარიანტის გაჩენამ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. იგი სულ 23 ქვეყანაში ფიქსირდება ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან ხუთში. ველით, რომ ეს რიცხვი გაიზრდება", - ნათქვამია განცხადებაში.

CNN-ის ცნობით, "ომიკრონ" შტამი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი (რეუნიონის კუნძული), საუდის არაბეთი, ბოტსვანა, ბრაზილია, კანადა, გერმანია, დანია, ჰონგ კონგი, ისრაელი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნიგერია, ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი.

ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი შტამის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში (77) და დიდ ბრიტანეთში - (22).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system