თავში

"ომიკრონის" პირველი შემთხვევები ესპანეთსა და აშშ-ის 5 შტატში აღმოაჩინეს

"ომიკრონის" პირველი შემთხვევები ესპანეთსა და აშშ-ის 5 შტატში აღმოაჩინ
ომიკრონის პირველი შემთხვევები ესპანეთსა და აშშ-ის 5 შტატში აღმოაჩინეს

ესპანეთში, ისევე როგორც აშშ-ის შტატებში - ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, კოლორადოში, მინესოტასა და ჰავაიში - "ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს,

მადრიდის რეგიონალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, კორონავირუსის შტამ "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დადასტურდა ვაქცინირებულ ადამიანში, რომელსაც რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ჯანდაცვის უწყებები ასევე ორ მსგავს შემთხვევას სწავლობს.

ასევე, "ომიკრონის" შემთხვევები ამერიკის შეერთებული შტატების ხუთ შტატშია აღმოჩენილი.

კერძოდ, ნიუ-იორკში კორონავირუსის ამ ვარიანტით ინფიცირების 5 შემთხვევა დადასტურდა.

კალიფორნიაში, კოლორადოსა და მინესოტაში "ომიკრონით სრულად ვაქცინირებული პირები არიან, შესაბამისად მას მსუბუქი სიმპტომები აქვთ.

ჰავაიში "ომიკრონი" აუცრელ ადამიანს დაუდასტურდა, რომელსაც ზომიერი სიმპტომები აღენიშნება.

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევების რიცხვი იმატებს. "ომიკრონი" უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ახალი შტამი აღმოჩნდა ფინეთში, ესპანეთსა და საბერძნეთშიც.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში „ომიკრონი“ ევროპაში დომინანტი შტამი გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system