თავში

"ომიკრონის" შეკავების რეკომენდაციები ჯანმო-ს ჯერ არ აქვს

"ომიკრონის" შეკავების რეკომენდაციები ჯანმო-ს ჯერ არ აქვს
ომიკრონის შეკავების რეკომენდაციები ჯანმო-ს ჯერ არ აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ ჩამოუყალიბებია რეკომენდაციები, რომლებიც COVID-19-ის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების შეკავებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.

"კიდევ ცოტა მერი დრო გვჭირდება. "ომიკრონის" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული რეკომენდაციების გაკეთება ძალიან ნაადრევია“, - განაცხდა კლიუგემ.

მან დასძინა, რომ "ომიკრონის" წინააღმდეგ არსებული ზომების ეფექტურობის შესახებ ჯანმო-ს ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი ინფორმაცია აქვს. ეს ვაქცინებს, დიაგნოსტიკისა და თერაპიის მეთოდებსაც ეხება.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის რეგიონში "დელტა" შტამი ისევ დომინირებს და კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდები უცვლელი რჩება.

მისი თქმით, COVID-19-ის გავრცელების შეკავების მთავარ ძალისხმევებს შორისაა ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა, ვაქცინების ე.წ. ბუსრეტული დოზების მიღება და პირბადეების ტარება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system