თავში

ომიკრონით ჰოსპიტალიზაციის რისკი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა შტამებით

​ომიკრონით ჰოსპიტალიზაციის რისკი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა შტამებით
ომიკრონით ჰოსპიტალიზაციის რისკი უფრო დაბალია, ვიდრე სხვა შტამებით

ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტებით ინფიცირებულების. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

"შოტლანდიისა და სამხრეთ აფრიკიდან მიღებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ "ომიკრონის" შტამით ინფიცირებულ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის საგრძნობლად დაბალი რისკი აქვთ, ვიდრე ვირუსის ძველი ვერსიებით ინფიცირებულებს“, - ნათქვამია მასალაში.

კერძოდ, ედინბურგში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც 5,4 მილიონი შოტლანდიელის სამედიცინო ჩანაწერი გააანალიზა, დაადასტურა, რომ ჰოსპიტალიზაციის რისკი იმ შემთხვევებში, როდესაც "ომიკრონი" ფიგურირებდა, ორი მესამედით ნაკლები იყო, ვიდრე "დელტას" შტამით ინფიცირებულ პაციენტებში.

ამავდროულად, ეს ტენდენცია სამხრეთ აფრიკის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ცალკეულმა კვლევამ დაადასტურა. მან აჩვენა, რომ "ომიკრონით" ინფიცირებულ ადამიანებს ჰოსპიტალიზაცია 70-80%-ით ნაკლები აქვთ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ვაქცინები COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება. თუმცა, მეცნიერები აფრთხილებენ: "ომიკრონის" მაღალი ინფექციურობა, ისევე როგორც მისი უნარი, გვერდი აუაროს იმუნური თავდაცვას ვაქცინაციის შემდეგ, ნიშნავს, რომ მას შეუძლია, დაავადებების ახალი ტალღები და ფატალური შემთხვევებიც კი გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system