თავში

ომის წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა

​ომის წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობას
ომის წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა

ძვირფასო თანამემამულენო. ზუსტად ერთი წლის წინ, სომხეთმა, რომელმაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაცია განახორციელა, ჩვენს სამხედრო პოზიციებსა და დასახლებებს ცეცხლი გაუხსნა", - ამის შესახებ ხსოვნის დღესთან დაკავშირებით მოსახლეობისადმი მიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისი თქმით, სროლის შედეგად სამოქალაქო პირები და სამხედროები დაიღუპნენ.

”ამ სისხლიანი დანაშაულის საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმიამ, ჩემი ბრძანებით, კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყო და ყარაბაღის მეორე ომში, რომელიც 44 დღე გაგრძელდა, სრული გამარჯვება მოიპოვა", - აღნიშნა მან.

ალიევის თქმით, კონფლიქტი სამხედრო-პოლიტიკური გზით დარეგულირდა, ომი წარსულს ჩაბარდა, ისევე როგორც ისტორიაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც დარჩა.

"აზერბაიჯანში არ არსებობს ადმინისტრაციული ტერიტორია, რომლის სახელწოდებაა მთიანი ყარაბაღი", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system