თავში

ომის ვეტერანმა COVID-19-თან საბრძოლველად 4 მილიონი ფუნტი შეაგროვა

ომის ვეტერანმა COVID-19-თან საბრძოლველად 4 მილიონი ფუნტი შეაგროვა
ომის ვეტერანმა COVID-19-თან საბრძოლველად 4 მილიონი ფუნტი შეაგროვა

ომის ვეტერანმა, 99 წლის ტომ მურმა დიდი ბრიტანეთიდან 4 მილიონ ფუნტზე მეტი დააგროვა. ეს თანხა NHS- ს დასახმარებლად, COVID-19-თან წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაირიცხება. 

ტომ მურმა მიზნად დაისახა, რომ 25 მეტრიან ბაღს, 100 წრეს შემოუვლიდა სპეციალური გადასაადგილებელი "ჩარჩოს" დახმარებით. მან თქვა, რომ გაჩერებას არ აპირებს და იმედოვნებს რომ კიდევ 100 წრეს შემოუვლის ბაღს. მან მოხალისეებს მოუწოდა, თანხა ჩაურიცხონ, რათა მან შემდეგ ის მედიკოსებს გადასცეს. 

მური ამბობს, რომ თანხების შეგროვება NHS-ის პერსონალისთვის იმიტომ დაიწყო, რომ მედიკოსები სიმსივნის დამარცხებასა და ბარძაყის მოტეხილობის განკურნებაში დაეხმარნენ. 

მის ფონდში, რომელიც გასულ კვირას შეიქმნა, მთელი მსოფლიოდან თითქმის 170,000 ადამიანმა გადარიცხა თანხა.

"მე ვფიქრობ, რომ ექიმები ყველაფერს კარგს იმსახურებენ, რადგან ისინი არიან მაგარი და მამაცი ექიმები", - განაცხადა 99 წლის ვეტერანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system