თავში

"OPEC+"-ის ქვეყნებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს

"OPEC+"-ის ქვეყნებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს
OPEC+-ის ქვეყნებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს

"OPEC+"- ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის წარმოების შემცირებაე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ქუვეითის ნავთობის მიინისტრმა, ხალედ ალ-ფადილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

ალ-ფადილმა აღნიშნულ შეთანხმებას ისტორიული უწოდა. მისი განცხადებით, ნავთობის წარმოების 1 მაისიდან დღეში თითქმის ათ მილიონ ბარელამდე შემცირდება. 

ამასთან, ირანის ნავთობის სამინისტროს განმარტებით, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ მაისი-ივნისის პერიოდში ნავთობის მოპოვება 9,7 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

აღნიშნული შეთანხმების პირობები დამაკმაყოფილებელი აღმონდა მექსიკისთვისაც, რომელმაც საკუთარი პოზიცია შეცვალა და შეთანხმებას ხელი მოაწერა. 10 აპრილს გამართულ "OPEC+"-ის შეხვედრაზე მექსიკამ უარი თქვა ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე და "OPEC+"-ის სხდომის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system