თავში

OPEC+ ქვეყნებმა შესაძლოა ნავთობის წარმოება ივნისის შემდეგ აღარ შეამცირონ

OPEC+ ქვეყნებმა შესაძლოა ნავთობის წარმოება ივნისის შემდეგ აღარ შეამცირ
OPEC+ ქვეყნებმა შესაძლოა ნავთობის წარმოება ივნისის შემდეგ აღარ შეამცირონ

"OPEC +"–ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის წარმოების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნებას ივნისის შემდეგაც იგივე ოდენობით გეგმავენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

12 აპრილს საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე "OPEC+"-ის ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ. ეს ითვალისწინებს კუმულაციურ შემცირებას მაისისა და ივნისის თვეში, დღეში 9.7 მილიონ ბარელამდე. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომი შეზღუდვების შემცირება იგეგმება ივლისისა და  დეკემბერის თვეში, კერძოდ ამ პერიოდში ნავთობის მოპოვება დღეში 7.7 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. 2021 წლის იანვარში კი 5.8 მილიონ ბარელამდე.

”მინისტრებს სურთ იმავე შეთანხმების შენარჩუნება, რომელიც ამჟამად არის ძალაში და დღეში 10 მილიონი ბარელის მოპოვებას გულისხმობს. მათ არ სურთ ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირება. ეს არის მთავარი სცენარი, რომლიც ახლა განიხილება,” - ნათქვამია სტატიაში.

OPEC +– ის წევრი ქვეყნების მინისტრების შემდეგი შეხვედრა ივნისში არის მოსალოდნელი. დაგეგმილია ახალი გარიგების პირველი შედეგების განხილვა და ნავთობის წარმოების სფეროში შემდგომი პოლიტიკის განსაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system