თავში

ოპერის თეატრში ნიკოლ კიდმანს სახეში გაარტყეს

ოპერის თეატრში ნიკოლ კიდმანს სახეში გაარტყეს
ოპერის თეატრში ნიკოლ კიდმანს სახეში გაარტყეს

ავსტრალიელ მსახიობ ნიკოლ კიდმანს სიდნეის ოპერის თეატრში სახეში გაარტყეს. ამის შესახებ მისმა მეუღლემ კიტ ურბანმა გამოცემა Independent-ს განუცხადა.

გამოცემის ცნობით, სპექტაკლის შემდეგ, ოვაციების გამოხატვისას მსახიობის უკან მჯდომმა მამაკაცმა ნიკოლს სახეში საოპერო პროგრამა გაარტყა. მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მამაკაცის მოსაზრებით ავსტრალიაში ოვაციების ტაშის ფორმით გამოხატვა მიღებული არ არის და უკულტურობად მიიჩნევა.  

შედეგად, თავდამსხმელსა და ნიკოლ კიდმანის მეუღლეს შორის შეტაკება მოხდა.

მოგვიანებით ურბანმა განმარტა, რომ საოპერო თეატრში მანამდე ნამყოფი არ იყო და არ იცოდა, რომ აპლოდისმენტი მიუღებელი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system