თავში

ორ კორეას შორის საზღვარს რობოტები დაიცავს

​ორ კორეას შორის საზღვარს რობოტები დაიცავს
ორ კორეას შორის საზღვარს რობოტები დაიცავს

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან რობოტების განთავსებას გეგმავს. ხელოვნური ინტელექტი აპარატებს სწავლის საშუალებას მისცემს, მათ უფრო ქმედითს გახდის. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოში განაცხადეს.

პირველი ორი მესაზღვრე რობოტი, რომელთა ღირებულება 2,5 მილიონი დოლარია, დემილიტარიზირებულ ზონაში 2021 წლის ოქტომბერში გამოჩნდება. სამი თვის განმავლობაში ისინი სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რომ შემდეგ მათი მასობრივი გამოყენების საკითხი გადაწყდება.

რობოტების გადაადგილება სპეციალური ლიანდაგებით მოხდება და მორიგეობა 24 საათის განმავლობაში განხორციელდება. მათი სიჩქარე 5 მეტრი წამში იქმენა.

მოწყობილობებს თანამედროვე სენსორები და მაღალი გაფართოების კამერა ექნება. საეჭვო აქტივობის შემთხვევაში ისინი ოპერატორებს ინფორმაციას, ხმებსა და გამოსახულებას გადასცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system