თავში

ორ ნეონაცისტს გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობაში ადანაშაულებენ

​ორ ნეონაცისტს გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობაში ადანაშაულებენ
ორ ნეონაცისტს გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობაში ადანაშაულებენ

გერმანიის სასმართლოში ორი რადიკალურად მემარჯვენე პირის სასამართლო მოსმენა იწყება. ნეონაცისტებს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტიის წევრის ვალტერ ლუბკეს გახმაურებული მკვლელობა ედებათ ბრალად.

ლუბკე ცნობილი იყო, როგორც მერკელის დევნილთა მიღებისა და დახმარების პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი.

ვალტერ ლუბკე, რომელიც კასელის ოლქის რეგიონულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, 2019 წლის 1 ივნისს მოკლეს. 65 წლის პოლიტიკოსს საკუთარი სახლის ტერასაზე, ახლო მანძილიდან თავში ესროლეს. მკვლელობამ მთელი გერმანია შეაძრწუნა.

46 წლის სტეფან ერნსტი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. მას ვალტერ ლუბკეზე შეიარაღებული თავდასხმა და მისი მკვლელობა ედება ბრალად. მანამდე იგი დევნილთა წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულის გამო იყო ნასამართლევი. საქმის მეორე ფიგურანტი, რომლის ვინაობა არ ხმაურდება, ასევე ეჭვმიტანილია მკვლელობაში თანამონაწილეობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system