თავში

Orca-ს ვეშაპები ისლანდიიდან 5000 კილომეტრის მოშორებით, იტალიაში მიდიან

Orca-ს ვეშაპები ისლანდიიდან 5000 კილომეტრის მოშორებით, იტალიაში მიდიან
Orca-ს ვეშაპები ისლანდიიდან 5000 კილომეტრის მოშორებით, იტალიაში მიდიან

Orca-ს ვეშაპებმა უპრეცედენტო მოგზაურობა, ისლანდიიდან იტალიაში წასვლა გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენუის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს, რომელიც ვეშაპებზე ახდენს დაკვირვებას. მათი ცნობით მოგზაურობაში 4 ვეშაპი მონაწილეობდა. მათ მდედრი ვეშაპი მიუძღვებოდა, რომელსაც თან თავისი შვილიც მიჰყავდა. ორგანიზაციამ მათი იდენტიფიცირება გენუის უნივერსიტეტის მიერ გამოგზავნილი ფოტოებით შეძლო, სადაც მათი ფარფლები და კუდი ჩანს. 



ეს მიგრაცია მკვლელი ვეშაპების პირველი რეკორდია, რომლებიც ისლანდიიდან მიგრაციაში, იტალიაში მიდიან და ეს მიგრაციის ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ გზად ითვლება, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა. ორგანიზაცია ამ ფაქტს აღწერს, როგორც ”ყველაზე საინტერესო ამბავს ოდესმე”.

The Times-ის ცნობით "Orca Guardians" იტალიელ მკვლევარებს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ამ უკანასკნელებმა ინტერნეტში განთავსებული ფოტოების ავთენტურობა დაადასტურეს. 

მკვლევარები შეშფოთებულნი არიან ვეშაპების ჯანმრთელობით, რომლებიც წონაში იკლებდნენ, იტყობინება Iceland Review.

ცნობილია, რომ მკვლელი ვეშაპები "სტაბილურ" ჯგუფებში მოგზაურობენ და ყოველწლიურად ერთსა და იმავე მიგრაციის ნიმუშს მიჰყვებიან. შესაბამისად Orca Guardians Iceland-ს ვეშაპების ეს სპეციფიკური მოგზაურობა, დასავლეთ ისლანდიაში,ზაფხულის პერიოდის გარდა არასოდეს უნახავს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system