თავში

ორი ახალი ჩინური ფილმი და ორი განსხვავებული ისტორია ვუჰანზე

ორი ახალი ჩინური ფილმი და ორი განსხვავებული ისტორია ვუჰანზე
ორი ახალი ჩინური ფილმი და ორი განსხვავებული ისტორია ვუჰანზე

პარასკევს, ჩინეთში ორი ახალი ფილმი გამოვიდა, რომელიც ვუჰანში ვირუსის გავრცელებასა და 2თვიან ლოქდაუნს ეხება. 

ერთი ფილმი, სახელად "დღეები და ღამეები ვუჰანში," მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი და უმეტესად პროპაგანდისტული შინაარსისაა. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ შეძლო ჩინეთმა ვირუსის გავრცელების სწრაფი შეკავება და როგორი ეფექტური იყო მათი ყველა ქმედება. ფილმში არაა ნაჩვენები კრიტიკა ჩინეთის მიმართ, რომელიც ვირუსის გამოჩენას საიდუმლოდ ინახავდა.

მეორე ფილმი, სახელად "კორონაცია" პოლიტიკური აქტივისტისა და რეჟისორის, აი ვეივეის ნამუშევარია. ფილმში იგივე ისტორიაა მოთხრობილი, თუმცა სხვა ადამიანების პერსპექტივით. ესენი არიან მშენებლები, კურიერები, სამედიცინო პერსონალი და ვუჰანის მაცხოვრებლები. დოკუმენტურ ფილმში ისეთი კადრებიცაა გამოყენებული, რომლებიც ანონიმურად გადაიღეს ადამიანებმა, იმისთვის, რომ მათ მთავრობისგან პრობლემა არ შეჰქმნოდათ.

აის ფილმი, როგორც მოსალოდნელი იყო, კინოეთეატრებსა და სტრიმინგ სერვისების მიღმა დარჩა, რადგან ჩინეთის გავლენიანმა მთავრობამ ის ყველგან დაბლოკა, სადაც ხელი მიუწვდებოდა. შესაბამისად, აი იძულებული, იყო ფილმი ინტერნეტში "თავისუფალ ცურვაში" გაეშვა. მისი თქმით, სამარცხვინოა Netflix-სა და Amazon-ის მხრიდან მისი დაბლოკვა, რადგან ისინი პლატფორმები არიან და მნიშვნელოვანი ფილმების გაშვება მათი მოვალეობაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system