თავში

ორი ჩინური ვაქცინა მასობრივი წარმოებისთვის ნებართვას ელოდება

​ორი ჩინური ვაქცინა მასობრივი წარმოებისთვის ნებართვას ელოდება
ორი ჩინური ვაქცინა მასობრივი წარმოებისთვის ნებართვას ელოდება

კომპანია China National Biotec Group (CNBG) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოების ნებართვას წლის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters კომპანიის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, დღეისათვის ვაქცინა ჩინეთის ასობით ათასმა მოქალაქემ გაიკეთა, რათა კორონავირუსის ხელახალი გავრცელების რისკი შემცირდეს. ვაქცინაცია იმ პირობებში ტარდებოდა, როდესაც კლინიკური ცდები ჯერ არ დასრულებულა და ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული არ იყო.

ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია, პირობითი ნებართვა ვადაზე ადრე გასცეს იმ ვაქცინებზე, რომლებიც კლინიკური ცდების სტადიაშია, თუკი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system