
ლიბანში საპროტესტო აქციების ფონზე, ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ლიბანის ბანკებმა კლიენტების მომსახურება ისევ დაიწყეს.
სხვადასხვა ბანკების მსხვილ ფილიალებში 10-20 კაციანი რიგებია.
საპროტესტო აქციები ლიბანში ორი კვირის წინ დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, ინტერნეტით სატელეფონო ზარის განხორციელებაზე გადასახადის დაწესების შესახებ ხელისუფლების ინიციატივა გახდა.
30 ოქტომბერს ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, საად ჰარირიმ დემონსტრანტების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობა დატოვა.