თავში

ორსულთათვის კოფეინის მიღება საშიშია

ორსულთათვის კოფეინის მიღება საშიშია
ორსულთათვის კოფეინის მიღება საშიშია

ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიკ ჯეიმსის კვლევის თანახმად, ორსულთათვის კოფეინი საშიშია. 

მეცნიერების თქმით, ორსულებმა და იმ ქალებმა, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ დღეში, არაუმეტეს 200 მილიგრამი კოფეინი უნდა მიიღონ. 

პროფესორ ჯეიმსის კვლევის თანახმად, კოფეინის მოხმარება მუცლის მოშლის რისკს ზრდის. მისი თქმით, კოფეინის მიღების შედეგად, შესაძლოა, ბავშვი მწვავე ლეიკემიით ან არასაკმარისი წონის პრობლემით დაიბადოს. ამიტომ ის აფრთხილებს ყველას, ვინც ორსულია ან გეგმავს ორსულობას, თავი შეკაონ კოფეინის მიღებისგან.

მეან-გინეკოლოგთა გუნდი შეთანხმდა, რომ ორსულებმა კოფეინის მიღება სრულად კი არ უნდა აღმოფხვრან, არამედ დოზა შეამცირონ.

მეცნიერთა თქმით, კოფეინი გვხვდება ჩაიში, ყავასა და შოკოლადში. ამას ემატება ენერგეტიკული და გამაგრილებელი სასმელები, ასევე გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ასე რომ დოზის გამოთვლა მხოლოდ ტრადიციული ყავით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system