თავში

ოსაკაში კოვიდ-მიმღები კლინიკები გადავსებულია

​ოსაკაში კოვიდ-მიმღები კლინიკები გადავსებულია
ოსაკაში კოვიდ-მიმღები კლინიკები გადავსებულია

იაპონიაში, სიდიდით მეორე ქალაქის - ოსაკას საავადმყოფოები კორონავირუსიანი პაციენტებით გადავსებულია. კლინიკებში ხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტია, რის გამოც ჰოსპიტალების ქსელი კოლაფსის ზღვარზეა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გასულ კვირას, ოსაკაში მძიმე შემთხვევებისათვის განკუთვნილი საწოლფონდის 96% უკვე დაკავებული იყო.

იაპონიამ, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით მოახერხა, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თავიდან აეცილებინა კოვიდ-აფეთქებები, თუმცა დღეისათვის იქ უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. მხოლოდ ოსაკაში, გასულ კვირას კოვიდ-ინფიცირების უკვე 4 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 5-ჯერ აჭარბებს თებერვლის თვის სტატისტიკას.

კორონავირუსით ინფიცირების ასეთი სწრაფი ზრდის ტენდენციების გამო, ზოგიერთი მედიკოსი მიიჩნევს, რომ იაპონიაში ოლიმპიადა ხელმეორედ უნდა გააუქმონ.

,,ოლიმპიადა აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგანაც ჩვენ ვერ შევძელით შეგვეჩერებინა ახალი ინგლისური შტამის შემოსვლა ქვეყანაში, ხოლო შემდეგი შესაძლოა იყოს ინდური შტამის გავრცელებაც’’- აღნიშნა ქალაქ ოსაკას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა - აკირა ტაკასუმ.

მისი მტკიცებით: ,,ათობით ათასი უცხოელის შემოსვლამ იაპონიაში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს''

ოლიმპიური თამაშების ჩატარება იაპონიაში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system