თავში

"ოსკარი 2021", შესაძლოა, გადაიტანონ

​"ოსკარი 2021", შესაძლოა, გადაიტანონ
ოსკარი 2021, შესაძლოა, გადაიტანონ

ამერიკის კინოხელოვნების აკადემიაში აცხადებენ, რომ "ოსკარის" დაჯილდოვების 93-ე ცერემონიის თარიღის გადატანას განიხილავენ. ის 2021 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი Variety ავრცელებს.

აპრილის ბოლოს კინოპრემიის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ნომინანტების შერჩევის წესი შეიცვლება. 2021 წელს, პირველად კინოინდუსტრიაში, ოსკარის დაჯილდოებაზე ის ფილმები მოხვდება, რომელთა პრემიერაც კინოთეატრებში არ შემდგარა.

ეს მოთხოვნა კინოთეატრების გახსნამდე დარჩება ძალაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system