თავში

"ოსკარის" მფლობელს არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

​"ოსკარის" მფლობელს არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
ოსკარის მფლობელს არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს, ტიმოთი ჰატონს, რომელმაც 1981 წელს "ოსკარი მიიღო", არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პორტალი Buzzfeed წერს.

ინციდენტი 1983 წელს ვანკუვერში მოხდა, სადაც მსახიობი ფილმ "ყინულის ადამიანის" გადაღებებში მონაწილეობდა. სარა ჯონსონმა, რომელიც იმ დროს 14 წლის იყო, პორტალს განუცხადა, რომ ჰატონმა ის და მისი დაქალები სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, იქ კი მეგობართან ერთად გააუპატიურა.

2019 წელს 50-წლის ჯონსონმა პოლიციაში განცხადება შეიტანა და ჰატონის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ქალის თქმით, ამის შესახებ თქმა მხოლოდ მაშინ გაბედა, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მოძრაობამ #MeToo ძალა აკრიფა. ჯონსონის თქმით, მანამდე მას ეშინოდა, რომ უბრალოდ არ დაუჯერებდნენ.

თავად ჰატონი ბრალდებებს უარყოფს, მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ მსახიობი ჯონსონს არც კი იცნობს და ქალს უბრალოდ ფულის გამოძალვა სურს. ჰატონის თქმით, მან გამოძიების ფედერალური ბიუროსაც კი მიმართა, როგორც კი გაიგო, რომ Buzzfeed ისტორიის გამოქვეყნებას გეგმავს.

ტიმოთი ჰატონმა "ოსკარი" რობერტ რედფორდის ფილმში "ჩვეულებრივი ადამიანები" მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, 20 წლის ასაკში მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system