
კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულაციები დღეს, 10 მარტიდან ამოქმედდება და 3 აპრილამდე გაგრძელდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მოქალაქეები გარეთ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ.
ქვეყანაში 9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსით დაიღუპა 97 და დაინფიცირდა 1800-მდე ადამიანი.
იტალია კორონავირუსით ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. კორონავირუსი იტალიის 20 რეგიონშია გავრცელებული.