თავში

ოზი ოსბორნმა ევროპის ტური კვლავ გადადო

​ოზი ოსბორნმა ევროპის ტური კვლავ გადადო
ოზი ოსბორნმა ევროპის ტური კვლავ გადადო

ლეგენდარულმა როკ-მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ევროპასა და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ტური კვლავ გადადო. მიზეზად მომღერალმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ვიდეოში, რომელსაც ოსბორნი ავრცელებს, ვარსკვლავი რეაბილიტაციის პერიოდზე საუბრობს, რომელსაც ლოს-ანჯელესის სახლში დაცემის შემდეგ გადის. მისი თქმით, ის არ კვდება და პენსიაზე გასვლას არ აპირებს, თუმცა აღსადგენად დამატებითი დრო სჭირდება.

„მთელი დღეს ლოგინში წოლით ძალიან დავიღალე. ერთი სული მაქვს, როდის გამოვათრევ ჩემს უკანალს და სცენაზე დავბრუნდები. მაგრამ თქვენ ცოტა მოთმინების გამოჩენა კვლავ მოგიწევთ“, - განაცხადა ოსბორნა.

მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს და ორგანიზატორებს მისი მდგომარეობის გათვალისწინებითვის მადლობა გადაუხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system