თავში

პაკისტანელი პოლიციელები დამნაშავეებს გორგოლაჭებით დაედევნებიან

პაკისტანელი პოლიციელები დამნაშავეებს გორგოლაჭებით დაედევნებიან
პაკისტანელი პოლიციელები დამნაშავეებს გორგოლაჭებით დაედევნებიან

პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში პოლიციის რაზმი გამოჩნდა, რომელიც ქუჩებში გორგოლაჭებით გადაადგილდება. ასეთი ინოვაცია სამართალდამცავებს დანაშაულზე სწრაფად რეაგირებაში დაეხმარებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცება Dawn ავრცელებს. 

”ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური მიდგომა”, - განმარტა ახალი სამმართველოს უფროსმა, ფარუხა ალიმ. 

მისი აზრით, გორგოლაჭები პოლიციელებს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაედევნონ კრიმინალებს, რომლებიც მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან 20 მილიონიან ქალაქში.

თავდაპირველად, გორგოლაჭებით მხოლოდ 20 პოლიციელი მოახდენს პატრულირებას. ისინი ამჟამად ინტენსიურ ტრენინგს გადიან და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას სწავლობენ. მათი სამსახური ოფიციალურად შემდეგ თვეში დაიწყება,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system