თავში

პაკისტანელმა მინისტრმა ემანუელ მაკრონის შეურაცხმყოფელი განცხადება წაშალა

პაკისტანელმა მინისტრმა ემანუელ მაკრონის შეურაცხმყოფელი განცხადება წაშა
პაკისტანელმა მინისტრმა ემანუელ მაკრონის შეურაცხმყოფელი განცხადება წაშალა

აკისტანის ადამიანთა უფლებების დაცვის ფედერალური მინისტრმა, შირინ მაზარმმა საფრანგეტის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეურაცხმყოფელი განცხადება სოციალური ქსელიდან წაშალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Al Jazeera წერს.

გამოცემის ცნობით, მაზარი წერდა, რომ ემანუელ მაკრონი მუსლიმებს ისე ექცევა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები ებრაელებს ექცეოდნენ.

„მაკრონიიგივეს უკეთებს მუსლიმებს, რასაც ნაცისტების ებრაელებს - მუსლიმი ბავშვებს საიდენტიფიკაციო ნომრები მიენიჭებათ (სხვა ბავშვებს არა), ზუსტად ისე, როგორც ებრაელებს იდენტიფიკაციის მიზნით ტანსაცმელზე ყვითელი ვარსკვლავის ტარებას აიძულებდნენ“, - დაწერა მაზარიმ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანის ხელისუფლებისგან ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„ეს სიძულვილის და ძალადობის იდეოლოგიით გაჟღენთილი სიტყვები აღმაშფოთებელი ტყუილია. ასეთი ცილისწამება შეუსაბამოა ამ დონის პასუხისმგებლობის მქონდე პირისთვის. ჩვენ მათ მკიცედ უარვყოფთ. პაკისტანმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტებები და დაუბრუნდეს პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გზას“, – განაცხადა ფონ დერ მიულმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system