თავში

პაკისტანმა და ინდოეთმა ერთმანეთის ვიზების გაცემა დაიწყეს

​პაკისტანმა და ინდოეთმა ერთმანეთის ვიზების გაცემა დაიწყეს
პაკისტანმა და ინდოეთმა ერთმანეთის ვიზების გაცემა დაიწყეს

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, პაკისტანმა და ინდოეთმა ერთმანეთის დიპლომატებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა The Express Tribune ავრცელებს.

მისი ცნობით, აგვისტოში პაკისტანმა ვიზები 33 ინდოელ დიპლომატებს მისცა, ინდოეთმა - ნიუ-დელიში პაკისტანის საელჩოს 7 თანამშრომელს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიზების გაცემის განახლება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

პაკისტანსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2019 წელს დაიძაბა. ამ წლის იანვარში კი დუბაიში სამხედროების საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ურთიერთობების ნორმალიზების საგზაო რუკა შემუშავდა. თებერვალში ორი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ქაშმირში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system