თავში

პაკისტანსა და ინდოეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო

პაკისტანსა და ინდოეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო
პაკისტანსა და ინდოეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო

ინდოეთი და პაკისტანი ქაშმირში 2-წლიანი დაპირისპირების შემდეგ  ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

ქვეყნები ქაშმირში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ და თითს ერთმანეთისკენ იშვერენ. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობამ 2019 წლის აგვისტოში ჯამუსა და ქაშმირს დროებითი სპეციალური სტატუსი გააუქმა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მხარეებს არ სურთ კონფლიქტის გაგრძელება და პრობლემის მოგვარებას დიალოგით შეეცდებიან. თვის დასაწყისში პაკისტანმა რამდენიმე მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა, რაც ურთიერთობის დარეგულირების სურვილზე მიუთეთებს.

”ორივე მხარე თანახმაა ყველა შეთანხმების მკაცრად დაცვაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე სასაზღვრო ხაზთან და ყველა სხვა სექტორში”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებამდე ერთი დღით ადრე პაკისტანის პრემიერმა განაცხადა, რომ  ჯამუსა და ქაშმირის პრობლემა ინდოეთმა და პაკისტანმა დიალოგის გზით უნდა გადაჭრან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system