თავში

პაკისტანში 2012 წლის მასშტაბური ხანძარი განზრახ გაჩენილი იყო

​პაკისტანში 2012 წლის მასშტაბური ხანძარი განზრახ გაჩენილი იყო
პაკისტანში 2012 წლის მასშტაბური ხანძარი განზრახ გაჩენილი იყო

პაკისტანის საწარმოში 2012 წელს მომხდარი ხანძარი, რომლის დროსაც 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 600 მძიმედ დაშავდა, განზრახ გააჩინეს. ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლეებმა დანაშაულში ეჭვმიტანილ ორ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მამაკაცები 2012 აფილირებული იყვნენ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც დღეს მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შედის.

ანტიტერორისტულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცებმა საწარმოს ცეცხლი მას შემდეგ წაუკიდეს, რაც მისმა მფლობელებმა გამოძალვის მიზნით მოთხოვილი ფული არ გადაიხადეს.

პაკისტანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამრეწველო ხანძარი კარაჩიში, 2012 წელის სექტემბერში მოხდა. ცეცხლი მზა ტანსაცმელების მრავალსართულიან ფაბრიკას გაუჩნდა. ხანძარს თანამშრომლების დიდი ნაწილი - 260-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რადგან საწარმოს კარი დაკეტილი იყო და ადამიანებმა იქიდან გამოღწევა ვერ შეძლეს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system