თავში

პაკისტანში 629 გოგო ჩინელ მამაკაცებს მიყიდეს

პაკისტანში 629 გოგო ჩინელ მამაკაცებს მიყიდეს

პაკისტანში 629 გოგო ჩინელ მამაკაცებს დაქორწინების მიზნით მიყიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დადგენილია იმ გოგოების ვინაობა, რომლებიც 2018 წლიდან 2019 წლის აპრილამდე გაყიდეს. პაკისტანის სასაზღვრო კონტროლის მონაცემთა ბაზაში პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრები, ჩინელი ქმრების სახელები და ქორწინების თარიღია დაცული. 

მაისში, რამდენიმე ათეული ჩინელი და პაკისტანელი იძულებითი ქორწინების საქმეზე დააპატიმრეს. როგორც სააგენტო წერს, თავდაპირველად, პატარძლების ვაჭრობის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობდა, მაგრამ პაკისტანის ოფიციალური პირების მხრიდან ზეწოლის შედეგად, საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები