თავში

პაკისტანში ავიაკატასტროფის ადგილას ცოცხალი ჩვილი აღმოაჩინეს - VIDEO

​პაკისტანში ავიაკატასტროფის ადგილას ცოცხალი ჩვილი აღმოაჩინეს
პაკისტანში ავიაკატასტროფის ადგილას ცოცხალი ჩვილი აღმოაჩინეს - VIDEO

პაკისტანში Airbus A320-ის ავიაკატასტროფის ადგილას ცოცხალი ჩვილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა Mirror წერს.

პაკისტანური ტელევიზიები კადრებს ავრცელებს, რომელზეც ადამიანს ჩვილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან გააქვს. სავარაუდოდ, მისი ოჯახი ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა, რომელზეც ლაინერი ჩამოვარდა. მშობლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კარაჩის აეროპორტში "პაკისტანის ავიახაზების" თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა. რეისი ლაჰორიდან კარაჩიში მიფრინავდა. "პაკისტანის ავიახაზების" პრესპიკერის თქმით, Airbus A320-ის ბორტზე 90 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system