თავში

პაკისტანში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

პაკისტანში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა
პაკისტანში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის Airbus A320-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ავიაციის ფედერალურმა მინისტრმა, გულამ სარვარ ხანმა განაცხადა.

კარაჩის აეროპორტში "პაკისტანის ავიახაზების" თვითმფრინავი გუშინ დღისით ჩამოვარდა. რეისი ლაჰორიდან კარაჩიში მიფრინავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო. ვრცელდება ცნობები, რომ ეკიპაჟი შასის პრობლემების შესახებ იუწყებოდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის განცხადებით, ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყება.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ინციდენტის დროს ბორტზე 51 მამაკაცი, 31 ქალი, 9 არასრულწლოვანი ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდნენ.

პაკისტანში Airbus A320-ის ავიაკატასტროფის ადგილას ცოცხალი ჩვილი აღმოაჩინეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system