თავში

პაკისტანში ბავშვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ

​პაკისტანში ბავშვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ
პაკისტანში ბავშვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ

პაკისტანში მუსლიმების ჯგუფი ინდუისტურ ტაძარს დაესხა თავს. მათი უკმაყოფილების მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც მკრეხელობაში დადანაშაულებული 8 წლის ბავშვი გირაოთი გაათავისუფლა.

ინციდენტი პენჯაბის პროვინციაში მოხდა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მუსლიმები ბავშვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. ბავშვი ახლა სახელმწიფო დაცვის ქვეშაა. მას სამხედროები იცავენ.

8 წლის ბავშვი გასულ თვეში დააკავეს. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ხალიჩაზე განზრაზ მოშარდა რელიგიურ სკოლაში, რომელშიც წმინდა წიგნები ინახება. მუსლიმური თემი აცხადებს, რომ ბიჭმა მკრეხელობა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ბავშვის ოჯახი კი აცხადებს, რომ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია და ბიჭი დღემდე ვერ იგებს, რატომ დააკავეს და რატომ იჯდა ციხეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system