თავში

პაკისტანში მამაკაცმა ელექტრიკოსს, ფულის გადახდის ნაცვლად, ლომი მიუსია

პაკისტანში მამაკაცმა ელექტრიკოსს, ფულის გადახდის ნაცვლად, ლომი მიუსია

პაკისტანში ელექტრიკოსს შესრულებული სამუშაო ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ხელფასიც ვერ მიიღო. სამუშაოდ აყვანილი ელექტრიკოსი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

პაკისტანელმა ალი რეზამ მუჰამედ რაფიქი რელიგიური დაწესებულების შენობის ელექტრიკოსად აიყვანა.

როდესაც ელექტრიკოსმა შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასი მოითხოვა, ალი რეზამ მას უარი უთხრა და მეორე დღეს დაიბარა, თუმცა ფული არც მეორე დღეს მიუცია. ელექტრიკოსი უკან დახევას არ აპირებდა და ფულს ყოველ დღე ითხოვდა. ალი რეზამ, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ეს სიტუაცია მობეზრდა, ელექტრიკოსს მოშინაურებული ლომი მიუსია.

პოლიციის განცხადებით, ალი რეზა სეირს შორიდან უყურებდა და ელექტრიკოსის გადარჩენა არც უცდია. ლომი ელექტრიკოსს სახესა და მკლავზე ეცა და ის ქუჩაში გამვლელმა ძლივს გადაარჩინა.

დაშავებულ ელექტრიკოსს აბეზარი დამქირავებლისთვის არც ამის შემდეგ უჩივლია, რადგან ალი რეზა მკურნალობის ფულისა და კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, თუმცა, როდესაც არც ეს დანაპირები შეასრულა, დაშავებულმა ბოლოს და ბოლოს, პოლიციას მიმართა.

ალი რეზას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი აქვს წაყენებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system