თავში

პაკისტანში მოძრავ მატარებელში ხანძარმა 65 ადამიანი იმსხვერპლა

პაკისტანში მოძრავ მატარებელში ხანძარმა 65 ადამიანი იმსხვერპლა
პაკისტანში მოძრავ მატარებელში ხანძარმა 65 ადამიანი იმსხვერპლა

პაკისტანში, აღმოსავლეთ პენჯაბის პროვინციაში, კარაჩიში მიმავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 65 ადამიანი. მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ. სამაშველო ოპერაციებში სამხედროებიც მონაწილეობენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცეცხლი მატარებელში მაშინ გაჩნდა, როდესაც ის ქალაქ ლიაკატპურს უახლოვდებოდა. ხანძარი გაზის ღუმელის აალებამ გამოიწვია. რკინიგზის სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე მგზავრი გაზის პატარა ღუმელზე საჭმლის მომზადებას ცდილობდა, რაც სატრანსპორტო წესებს ეწინააღმდეგება. ღუმელი აალდა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ და პრემიერმა იმრან კხანმა უკვე ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

მოუწესრიგებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და ხელისუფლების უყურადღებობის გამო,  სარკინიგზო კატასტროფები პაკისტანში საკმაოდ ხშირად ხდება. ადგილობრივი მედიის განცხადებით, მგზავრებისთვის არავის მიუქცევია ყურადღება, როდესაც მათ მატარებელში გაზის ღუმელები აჰქონდათ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system