თავში

პაკისტანში სეპარატიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი მოკლეს

​პაკისტანში სეპარატიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი მოკლეს
პაკისტანში სეპარატიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი მოკლეს

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალუჯისტანში, სეპარატისტების სავარაუდო ადგილსამყოფელებზე რეიდები განახორციელეს. შეიარაღებული დაპირისპირებისას დაჯგუფების 5 წევრი დაიღუპა. სამართალდამცავებმა მასტუნგის რაიონში, საიდუმლო სამალავებიდან იარაღი ამოიღეს. პოლიციის განცხადებით, მოკლული პირები ბალუჯისტანის პოლიციასა და სამხედრო დანაყოფებს მუდმივად თავს ესხმოდნენ.

სამრთალდამცავების რეიდს წინ უძღოდა შეიარაღებული დაჯგუფების წევრების მიერ მეზღვაურებზე თავდასხმა. ერთი მეზღვაური დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბალუჯისტანის გათავისუფლების არმიამ აიღო.

დაპირისპირება ხშირია სეპარატისტებსა და ბალუჯისტანის სამართალდამცავებს შორის. სეპარატისტები, მინერალებითა და გაზით მდიდარ რეგიონში, რომელიც ირანსა და ავღანეთს ესაზღვრება, დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვენ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system